საახალწლო გალაკონცერტი ოპერის თეატრში

22:01, 29.12.2021

ფრაგმენტები ცნობილი საოპერო და საბალეტო სპექტაკლებიდან – ოპერის და ბალეტის თეატრი საახალწლო გალაკონცერტების ტრადიციას აგრძელებს. სადღესასწაულო პროგრამა მსოფლიო საოპერო და საბალეტო შედევრებსაც აერთიანებს.

ორგანიზატორებმა აქცენტი ამჯერად სხვადასხვა ოპერებიდან მასობრივ საგუნდო სცენებზე გააკეთეს. წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ისე უცხოური რეპერტუარი.

გალა კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხვალ 19 საათზე გაიმართება.

მსგავსი