საახალწლო გალაკონცერტი
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საახალწლო გალა კონცერტს უმასპინძლა. ქართული და ევროპული საოპერო შედევრების ფრაგმენტებისგან შემდგარმა ორსაათიანმა სანახაობამ, სრული ანშლაგით ჩაიარა. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საახალწლო კონცერტების სერია ოპერის და ბალეტის თეატრმა რუსთავამდე კიდევ ორ ქალაქში – გორსა და გურჯაანში გამართა.