საქართველოს პირველი არხის მაყურებელი საახალწლო ეთერში, 22:00 საათზე, ახალ ფილმს ნახავს. „ჯადოსნური ახალი წელი, ანუ ერთი კოცნის ისტორია“ – ასე ჰქვია კინოსურათს, რომელიც სიყვარულის ისტორიასა და ჩვენს არქივში დაცულ განსაკუთრებულ ჩანაწერებს აერთიანებს. მაყურებელი იმ დროში იმოგზაურებს, რა დროსაც ეს უნიკალური მასალა და ცნობილი მუსიკალური ნომრები იქმნებოდა.