საახალწლო დაჯილდოება

საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებს, ლიკა ალელიშვილსა და ნიკა მუხიგულაშვილს, ასევე ოპერატორ კახა ჯონჯუას, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავდნენ, დღეს კომპენსაციები გადაეცათ. სიახლე საქართველოს პირველი არხის საახალწლო ღონისძიებაზე გაჟღერდა, რომელზეც გათამაშდა სხვადასხვა პრიზი. ასევე სპეციალური ჯილდოები გადაეცათ 40 წლის სამუშაო სტაჟის მქონე თანამშრომლებს.