„საახალწლო აურზაური“ მოზარდმაყურებელთა თეატრში

მუსიკალური თავგადასავლებით სავსე კონცერტ-სპექტაკლი და ცნობილი ანიმაციური პერსონაჟები სცენაზე – მოზარდმაყურებელთა თეატრი სადღესასწაულო დღეებში მაყურებელს „საახალწლო აურზაურს“ სთავაზობს. ეს არის სიმღერებით და ცეკვებით გაჯერებული წარმოდგენა და ჯადოსნური ამბავი კულმინაციური მომენტით – სცენაზე სანტა კლაუსიც გამოჩნდება.

ზღაპრული წარმოდგენა პატარებს 14 იანვრამდე – უოლტ დისნეის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. სიმბა, მოანა, ურჩხული და მზეთუნახავი, ალადინი და ყველა საყვარელი პერსონაჟი მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე შეიკრიბება და ბავშვების საახალწლო განწყობაზე იზრუნებს.