მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მიღებულ გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ჩადენილ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს. სააკაშვილის საქმეზე განცხადება დღეს პროკურატურაშიც გააკეთეს.