სააკაშვილს ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილის ნაცვლად, ლუიზა შენგელია იქნება. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ექიმის შეცვლა პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა იყო. მანამდე კი, გუშინ თავად კლინიკის ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ არის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მას სუს-ის აგენტი უწოდა.