სააკაშვილის წერილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და კენჭისყრით“ – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. სააკაშვილის თქმით, პარტია არ შეიძლება იმართებოდეს მისი წერილებით, ან ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და საჭიროა ახალი მეთოდების დანერგვა. „ფაქტი ჯიუტია – მათი მთავარი სამიზნე ვარ მე და არის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და მსოფლიო მასშტაბის წარმატების შემქმნელები. ისინი გეგმავენ პარტიის აკრძალვას და ჩემს განადგურებას.“ – წერს სააკაშვილი.