მიხეილ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი. ადვოკატების განცხადებით, თუ 6 იანვრამდე მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს. ადვოკატების თქმით, დარღვეულია მიმდინარე შეხვედრების კონფიდენციალურობა, ასევე საჭიროა, პენიტენციურმა სამსახურმა დამატებით ექიმების ჯგუფი შეუშვას სააკაშვილთან, რადგან მისი ნევროლოგიური მდგომარეობა არის გაუარესებული. მიხეილ სააკაშვილი ასევე პარლამენტში მისი საქმის განსახილველად, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.