სააკაშვილის შეხვედრა მხარდამჭერებთან

შეხვედრა მხარდამჭერებთან დაპირისპირების და ინციდენტების ფონზე.

საქართველოდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წასულმა მიხეილ სააკაშვილმა თანამოაზრეები ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრიბა.

წინასწარი ანონსის მიხედვით, კონგრესების სასახლეში ყოფილი პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს უნდა შეხვედროდა და მათთვის სამოქმედო გეგმა გაეცნო, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის დიასპორასთან ერთად ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ.

შეხვედრაზე მივიდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც სააკაშვილის მხარდამჭერები არ არიან, მაგრამ კონგრესების სასახლის კარი მათთვის არ გაიღო. გამონაკლისი თემურ შაშიაშვილი აღმოჩნდა, თუმცა მალევე ის დარბაზიდან გააძევეს. როგორც მოსალოდნელი იყო, სიტყვით გამოსვლა სააკაშვილმა მოქმედი ხელისუფლების მწვავე კრიტიკისთვის გამოიყენა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მის დასაბრუნებლად სიტუაცია ჯერ მზად არ არის.

გურამ როგავა მუშაობს ქალაქ ლიეჟში.