სააკაშვილის საზოგადოებრივი დარბაზი - შეფასებები

სააკაძის დაღმართზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ოფისი გაიხსნა.

ადგილზე მოქალაქეები შეძლებენ მიხეილ სააკაშვილისთვის წერილების დაწერას და დატოვებას. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით,ყოფილ პრეზიდენტს აინტერესებს რას ფიქრობს ხალხი, რა არის მათი მთავარი პრობლემა, კონკრეტულ რაიონში თუ კონრეტულ ქუჩაზე. მისი თქმით, აღნიშნული სივრცე ღიაა ყველა მოქალაქისთვის. ოფისის გახსნაზე მივიდა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნის პარალელურად, წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ. სოსო რობაქიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და ის ციხეში უნდა იჯდეს. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ არაერთი ოჯახი გააუბედურა და მსგავსი ოფისის გახსნა შეურაცხმყოფელია.