სააკაშვილის სასამართლო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება, შეიკრიბებიან მისი მხარდამჭერები. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელიან.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას დღეს გაასაჯაროებს. მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ საკითხის პოლიტიზება პროცესს დააზიანებს.