სააკაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების გამოუცხადებლობა გახდა. როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა განმარტა, ბრალდებულს ამ დრომდე პოზიცია არ ჰქონდა დაფიქსირებული და შესაბამისად, პროცესი ადვოკატების და თავად ბრალდებულის ჩართულობის გარეშე ვერ გაგრძელდებოდა. სხდომას არც დისტანციურად დაესწრო ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. შემდეგი პროცესი 25 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.