საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. იკვლევენ ფოთის პორტის სათვალთვალო კამერების ვიდეომასალას. დღესვე უნდა დაკითხულიყო სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ელგუჯა ცომაია, თუმცა გადაიდო. მანამდე სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პროცესი 24 დეკემბრისთვის გადაიდო.