რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს – დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, სხდომა სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მიზეზად მათ ქვეყანაში მიმდინარე აქციები და მომიტინგეებისთვის სოლიდარობის გამოხატვა დაასახელეს.
ადვოკატები მოსამართლეებმა სასამართლოს შეურაცხყოფაში და საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვის უფლებით სარგებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით კი ბრალდებული პრეზიდენტისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს. მომდევნო პროცესი 24 მაისს 11 საათზე ჩაინიშნა.