მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო – დღეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე იმსჯელეს. დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ბრალდებას აბსურდული უწოდა. სააკაშვილის თქმით, მან იმ პიჯაკებიდან ერთ-ერთი ჩაიცვა, რომლის სახელმწიფო თანხებით შეძენასაც პროკურატურა ედავება.
გამოიკვლიეს დაცვის მხარის მტკიცებულებები. დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წელს მუშაობდა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.