სააკაშვილის სასამართლო 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე პროცესი იმართება.

სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო თავად მსჯავრდებული. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში ყოფნიდან თვეების შემდეგ გაუარესებულია. დაიკითხნენ ექსპერტები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. კლინიკა „ვივამედის“ მედდამ, სააკაშვილის პირადმა ექთანმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირაა პაციენტს ხელოვნური კვება სჭირდება, რაზეც სააკაშვილი უარს აცხადებს. ერთ-ერთი მოწმის, „ემპათიის“ ექსპერტის დაკითხვის დროს, მოსამართლემ დარბაზიდან ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, მოწმისთვის კარნახის გამო დარბაზიდან გააძევა.