სააკაშვილის სასამართლო

18:18, 09.03.2026

7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიკითხა ბრალდების მხარის 2 მოწმე. პროკურატურის შუამდგომლობით მათ ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცეს. პროცესს ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილიც რომელმაც სირტყვის უფლებით ისარგებლა. მან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და შეაფასა მორიგი ოპოზიციური ერთობა. ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა რომ საქართველოს თავდაცვის საშუალებები არ გააჩნია. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

მსგავსი