სააკაშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელისგან და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიიღოს. აღნიშნულის შესახებ მხარეებს 14 აპრილს ეცნობათ. თუ რას ეხება აღნიშნული კითხვები, ამაზე სააკაშვილის დაცვის მხარე არ საუბრობს. სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით 11 აპრილს მიმართეს.