სააკაშვილის საქმე - შეფასებები

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ არაერთი უცხოელი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი აკეთებს განცხადებებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის შესახებ და ეს ფაქტი არის მძიმე სიგნალი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ეწევა შესაბამისი სამედიცინო სერვისი კერძო კლინიკაში, რის გამოც კობახიძისთვის მსგავსი შინაარსის განცხადებები მიუღებელია.