სააკაშვილის საქმე - ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი ფული

მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და თანაგუნდელებს განმარტებების გაკეთება უწევთ.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებული ციფრები ყოფილი პრეზიდენტის გარშემო პოლიტიკურ ვნებათაღელვას კიდევ უფრო ამძაფრებს. ირკვევა, რომ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანსექს-პრეზიდენტის ოჯახისგან ლობისტური საქმიანობისთვის უკვე 917 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული. საუბარია გიული ალასანიას ხელმოწერით ივლისში გაფორმებულ კონტრაქტზე, რომლის ფარგლებში „აკერმანმა“ თანხის ნაწილი სამედიცინო მომსახურებისთვის უცხოელ ექიმებსაც გადაუხადა. საუბარია იმ მედიკოსებზე, რომელთა მძიმე შინაარსის ჩვენებები ცოტა ხნის წინ სასამართლომაც მოისმინა. ოფიციალური უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ბოლო თვეების ყველა საერთაშორისო გამოხმაურებაში და ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ მომზადებულ დასკვნებში მილიონებია გაღებული.