სააკაშვილის საქმე და მხარდამჭერი აქცია

აქცია ციხესთან – სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, საპროტესტო შეკრების ადგილად იქცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში დარწმუნებულები არიან. მათი ოპტიმიზმი მწვავე საერთაშორისო ზეწოლის და შიდა პროტესტის მოლოდინს ემყარება. თავის მხრივ ციხის საკნიდან საკუთარ გუნდს და მხარდამჭერებს 30 ოქტომბრისთვის მზადებასა და მობილიზაციისკენ მოუწოდებს სააკაშვილი. თუმცა, დარჩენილი ოთხი კვირა მეორე ტურამდე, ანუ 30 ოქტომბრამდე დიდ დროდ მიაჩნია თაკო ჩარკვიანს, რომელმაც ექს-პრეზიდენტის მშვიდობიანი დაბრუნების უზრუნველსაყოფად მოძრაობაც კი შექმნა. აქციაზევე გაირკვა, რომ მომავალში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პარტიულ გეგმებს მხოლოდ ნიკა მელია გაახმოვანებს.