სააკაშვილის საქმე - ადვოკატების განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – აცხადებს ნიკა გვარამია, რომელიც მისი ადვოკატია და ცოტა ხნის წინ მოინახულა ციხეში. გვარამიას ინფორმაციით, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუნიშნავს.

ინტერესების დამცველებმა სააკაშვილი დილით მოინახულეს. ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ მთელი ყურადღება ახლა არჩევნებს უნდა დაეთმოს.