სააკაშვილის საქმე

პატიმრობის მე-11 დღე. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს.

ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გავრცელების შემდეგ მსჯავრდებულის პირადი ექიმის და ადვოკატის კომენტარების შინაარსი შეიცვალა. თუ ჯერ კიდევ გუშინ ისინი დაკავებულის ჯანმრთელობის მკვეთრ დამძიმებაზე და მძიმე შედეგის საფრთხეზე საუბრობდნენ, უკვე დღეს რიტორიკა განსხვავებულია. თავად სააკაშვილი და მისი ადვოკატი ახლა მხარდამჭერებს არა ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, არამედ 30 ოქტომბრის მეორე ტურზე და გამარჯვებაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებენ.