სააკაშვილის საქმე

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს ადვოკატებსა და მოსამართლეს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

ადვოკატმა ბადრი კოჭლამაზაშვილი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და მისი აცილება მოითხოვა, მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მოგვიანებით კი ადგვოკატი სასამართლოს უპატივცემულობისთვის 150 ლარით დააჯარიმა.

დღეს ადვოკატების მიმართ პრეტენზია ბრალდების მხარის მოწმესაც ჰქონდა. აუდიტორმა, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დოკუმენტაცია შეისწავლა და დასკვნა თანხის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ დადო, ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესების დამცველები ზეწოლაში დაადანაშაულა.

მოწმის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ თავად ადვოკატები.

აუდიტორს სასამართლო ოთხი სხდომის განმავლობაში უსმენდა. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ მისი დაკითხვით ადვოკატები საქმეს ხელოვნურად აჭიანურებენ.