სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნას გეგმავს.

ადგილობრივი სასამართლოს მიერ სასჯელის გადავადებაზე და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაზე უარიდან თითქმის ორი თვის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა სტრასბურგში ჩივილს აანონსებს, თუმცა სარჩელი ამ დრომდე არ არის მზად. პროცესის გაჭიანურების მიზეზად სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება, რის გამოც ექს-პრეზიდენტის ადვოკატი კლინიკა „ვივამედის“ წინააღმდეგ ჩივილსაც არ გამორიცხავს, თუმცა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და შესაბამისი დოკუმენტაციის ნებისმიერ დროს მისაწოდებლად მზადაა საავადმყოფოს ხელმძღვანელობა, რომელიც სააკაშვილის უფლებადამცველს ახსენებს, რომ სამედიცინო ისტორიაში პაციენტის მართვასთან დაკავშირებული ყველა სირთულე, მათ შორის კვებასა და საჭირო მკურნალობაზე უარით ფიქსირდება. უახლოეს დღეებში ყოფილი პრეზიდენტის მონახულებას გეგმავენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც.

ჯანმრთელობის დამძიმება თუ თვითდაზიანება – ექს-პრეზიდენტის საკითხზე პოლიტიკური შეფასებები ისევ რადიკალურად განსხვავებულია.