სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა

სუპერ პაკ-ის იდეის ავტორის ადგილს გიორგი გახარიას გუნდი ციხეში ხედავს.

პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნონ. ყოფილი პრემიერის პარტიისთვის ექს-პრეზიდენტის საავადმყოფოში ყოფნა და სასამართლოდან პოლიტიკური დავალებების გაცემა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმის ნაწილია. დღევანდელ მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა.

მოთხოვნას პოლიტიკოსების განსახილველ თემად არ მიიჩნევს „ქართული ოცნება“, რომელიც ექს-პრემიერის გადადგომის შემდეგ სწორედ გახარიას პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარულ გარიგებებში ადანაშაულებს. ქართული პოლიტიკიდან ჯერ დისტანცირებული და ახლა მასში აქტიურად ჩართული სააკაშვილის ჯანმრთელობა ორი წელია, პოლიტიკური დღის წესრიგის და ურთიერთბრალდებების თემაა. მმართველი პარტია ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებაზე გაკეთებულ ყველა განცხადებას სპეკულაციად მიიჩნევს, თუმცა კლინიკიდან ციხეში გადაყვანის თემა ამ ეტაპზე მაინც ღიად რჩება.