სააკაშვილის საარჩევნო კამპანია

მიხეილ სააკაშვილის სახელით დაანონსებულ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები დღესაც კეთდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, პარტია არის ერთიანი და ისინი ერთობლივად გააკეთებენ ყველაფერს წინასაარჩევნოდ, რაშიც ჩართული იქნება მიხეილ
სააკაშვილი. პაატა მანჯგალაძის თქმით, კამპანიით სააკაშვილი მის პარტიას არ ემიჯნება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი შეფასებით საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება.