სააკაშვილის რეფორმა „ნაციონალურ მოძრაობაში“
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე ის თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი აღმასრულებელი მდივანი გახდება.
პარტიის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა საპატიმროდან ახალი ხედვა გაავრცელა. წერილში მან თანამდებობები გაანაწილა და კონკრეტული ნაბიჯები განსაზღვრა. მისივე თქმით, აუცილებელია პარტიაში ახალი სახეების გამოჩენაც.