სააკაშვილის რეფორმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ – გამოხმაურება
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების ამოეწურათ, თუმცა, პარტიის ინფორმაციით, წესდების მიხედვით, მათი უფლებამოსილება გაგრძელდება იქამდე, სანამ პარტიის შემდგომი ყრილობა არ ჩატარდება. კონკრეტული თარიღი უცნობია, ყრილობის ჩატარება ივლისის ბოლოს იგეგმება. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან განვითარების გეგმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტიაში განსახორციელებელ რეფორმებზე. ის თავად იქნება ამ საბჭოს თავმჯდომარეც. სააკაშვილის გეგმას მოჰყვა შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან.