სააკაშვილის მოწოდება და შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის მორიგ მოწოდებას მთავრობის დამხობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ის რეალურ მოვლენებს ვერ აღიქვამს და აბსურდულ განცდებზე კომენტარების გაკეთება არ სურთ.

შეფასებებისგან თავს იკავებს ოპოზიციის ერთი ნაწილიც. „ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები კარგი ბერკეტია.