სააკაშვილის მორიგი სკანდალური განცხადება და ოფიციალური კიევის პოზიცია - რა უხერხულობა შეუქმნა სააკაშვილის ფეისბუქ-მიმართვამ უკრაინას და რა გზით ცდილობს სტრატეგიული პარტნიორი მისი განცხადებებისგან დისტანცირებას

სკანდალური აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვის შინაარსის გამო უკრაინის ელჩი დღეს ზალკალიანის უწყებაში განმარტებებისთვის დაიბარეს. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების საბჭოს ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა დააანონსა. მმართველი გუნდისთვის ეს გამოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეეებში ჩარევა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილად გამოცხადებული ექს-პრეზიდენტისთვის უკრაინაში ჩაბარებული თანამდებობა დიპლომატიური უხერხულობის მიზეზი უკვე მეორედ გახდა.

დატოვე კომენტარი