სააკაშვილის მხარდამჭერთა შეკრება ლიეჟში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს მხარდამჭერებთან ერთად ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებას გამართავს, სახელწოდებით „ერთად სახლში“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ლიეჟში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან. ისინი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ლიეჟში უკვე იკრიბებიან ქართველი ემიგრანტები.

თემის დეტალები „მოამბეში“.