სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია

„ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, დღეს აქციას გამართავს.  შეკრება 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან არის დაანონსებული. თბილისის გარდა, დემონსტრაცია ბათუმში და ასევე მსოფლიოს 16 ქვეყანაში ჩატარდება. ცნობილია, რომ ამ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ალექსეი არისტოვიჩია.

პროტესტის შეწყვეტას სააკაშვილის მხარდამჭერები იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. დღევანდელი აქცია გამონაკლისი იქნება და მას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეებიც შეუერთდებიან.