სააკაშვილის მხარდამჭერების მიმართვა იუსტიციის მინისტრს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართეს. მათი თქმით, უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს არ ეძლევა მსჯავრდებული სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა, რითაც საავადმყოფოში მყოფი პატიმრის უფლებები ირღვევა. ხელმომწერების აზრით, აღნიშნულ პროცესს ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს, მთავარი მიზეზი კი იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე უკრაინის ომბუდსმენისა და სააკაშვილის შეხვედრა, მათივე თქმით, პოლიტიკური შურისძიებაა.