სააკაშვილის მხარდამჭერები აქციებს აანონსებენ 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებული აქციის გარშემო „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დარწმუნებულია, რომ მათ მიერ ორგანიზებულ გამოსვლებს სხვა პოლიტიკური ძალებიც შეუერთდებიან. საქმეები, რომლებზეც ყოფილ პრეზიდენტს გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, მისი თანაგუნდელებისთვის მხოლოდ პოლიტიკური დევნის კონტექსტში განიხილება. მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა შეწყალება და ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2011 წლის ცნობილი გადაწყვეტილებაც არსებობს. აქციები და მეორე ტურისთვის მაქსიმალური მობილიზებაა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის გზავნილიც, რომელიც დღეს თანაგუნდელებმა ციხიდან გამოგზავნილი წერილის სახით მიიღეს.