სააკაშვილის მითოლოგიური ალუზია და რეალური დაპირისპირება ენმ-ში

21:23, 03.08.2026

პარტიულ ყრილობამდე ორი დღით ადრე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა განხეთქილება პიკს აღწევს.

ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ახალი ბზარები პილიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაჩნდა.   თანაგუნდელებს კვორუმის გარეშე სხდომის ჩატარებაში ამხელს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი. თინა ბოკუჩავა, რომელიც პარტიის მმართველი რგოლის შეკრებას თბილისში არ ყოფნის მიზეზით არ ესწრებოდა, თანაპარტიელებს არაერთ ბრალდებას უყენებს და ჩატარებულს სხდომას არა ლეგიტიმურად აცხადებს. თუმცა, ასე არ ფიქრობენ ბრალდებების ადრესატები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ბოკუჩავას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პარტიის წევრები აღიარებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომას ანშლაგით არ ჩაუვლია, თუმცა ამტკიცებენ რომ კვორუმი ნამდვილად შედგა. შიდა პარტიულ უთანმხოებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია ამ უთანხმოების ავტორი. მიხელ სააკაშვილი რომელიც პარტიის მართველი რგოლის ცვლილებაზე აქტიურად საუბრობდა, ბოლო დღეებია ისტორიული და მითოლოგიური პერსონაჟებით არის გატაცებული. თუ ცოტა ხნის წინ ექსპრეზიდენტი თავს ნელსონ მანდელას ადარებდა, დღეს   ჰომეროსის „ოდისეის“ კრისტოფერ ნოლანისეული ეკრანიზაციით არის აღფრთოვანებული და საკუთარ თავს ოდისევსთან აიგივებს.

მსგავსი