სააკაშვილის მიმართვა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აანონსებს.

უკრაინიდან გაძევებული ოდესის ექს-გუბერნატორი მხარდამჭერებს სოციალური ქსელით მიმართავს და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. 5-წუთიან მიმართვაში ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარ არის, წინასაარჩევნო დაპირებებსაც გასცემს. პასუხად მმართველი გუნდი ექს-პრეზიდენტს იმ განაჩენს ახსენებს, რომელიც სააკაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე უკვე გამოტანილია.