სააკაშვილის მიმართვა ჯარს და პოლიტიკური შეფასებები

მორიგი წინასაარჩევნო გზავნილი უკრაინიდან – მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ადრესატი ამჯერად ქართული ჯარია.

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი ჯარისკაცებს არჩევნებზე სამოქალაქო ვალის შესრულებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის მთავარი გზავნილი, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები მათთვის რეფერენდუმია, სააკაშვილის ახალ ვიდეო მიმართვაში კიდევ ერთხელ არის აქცენტირებული. ყოფილი პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს არწმუნებს, რომ მოქმედი ხელისუფლება მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მიმართვა ოპოზიციის ნაწილშიც ცალსახად ნეგატიურად შეფასდა – განსაკუთრებით ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ, 2003 წლამდე ჯარს ექს-პრეზიდენტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. მიხეილ სააკაშვილს თბილისიდან თავდაცვის ძალების მიმართ მისი პრეზიდენტობის დროინდელი გამოსვლები შეახსენეს.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, არის თუ არა საქართველოში დაბრუნების მორიგ დაანონსებასა და ჯარისკაცებისადმი მიმართვას შორის კავშირი.