სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე 

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულმა ელგუჯა ცომაიამ, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ ექს-პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში სწორედ მან გადმოიყვანა. თბილისში კი სააკაშვილი მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. როგორც მოწმემ განაცხადა, საქართველოში ჩამოყვანის თაობაზე მას კომუნიკაცია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გია ლორთქიფანიძესთან ჰქონდა.

მოწმის აღიარებით ჩვენებას დეტალურად გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.

დატოვე კომენტარი