სააკაშვილის მძიმე სამშაბათი - როგორ ვითარდებოდა მოვლენები კიევში 

მიხეილ სააკაშვილი ჩვენმა კორესპონდენტმა სახლის სახურავზე მას შემდეგ აღბეჭდა, რაც გავიგეთ, რომ სპეცრაზმს კიევის ცენტრში მდებარე მისი საცხოვრებელი კორპუსისთვის  ალყა ჰქონდა შემორტყმული. მაშინ, როდესაც სამართალდამცავები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, ექსგუბერნატორი სახურავიდან მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით ბორკილებდადებული სააკაშვილი სპეცრაზმის მიკროავტობუსში სამართალდამცავებმა ძალით ჩასვეს. თუმცა, ამის შემდეგ მოვლენები უცნაური სცენარით განვითარდა.

მიხეილ სააკაშვილის მძიმე სამშაბათი – ქეთი ჩოხელი გვეტყვის, რა ხდებოდა დღეს კიევში.