სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფის მონიტორინგის შემდეგ დამატებითი განმარტებები კეთდება გლდანის ციხიდან.

თუ თერაპიული განყოფილების ექიმს დავეყრდნობით, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის მედიკამენტებს იღებს და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. მედიკოსი მე-18 სამკურნალო დაწესბულებაში არსებულ გარემოს შიმშილობის და მისი შეწყვეტის შემდგომი პერიოდის სამართავად სრულად გამართულად აცხადებს. საპირისპირო განცხადებები კეთდება ადვოკატების და ომბუდსმენის მიერ შექმნილი ჯგუფის ცალკეულ წევრთა მხრიდან. მკურნალობის ადგილი ვნებათაღელვის და დაპირისპირების თემად რჩება პოლიტიკურ სპექტრშიც. ხელისუფლება შიმშილობის საკითხს შანტაჟად განიხილავს და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის დროს მოსალოდნელ სერიოზულ საფრთხეებზე აკეთებს აქცენტს. კლინიკის შესარჩევად და კრიზისის განსამუხტად მმართველ გუნდს კონსულტაციებს სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“.