სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი. მედიკოსთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში მოინახულა. ექიმები დაავადებას პატიმრობით გამოწვეულ სტრესს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ცვლილებით შედეგი არ შეიცვლება.

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე საუბრობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია. მისი აზრით, უმჯობესია, სააკაშვილის მკურნალობა გაგრძელდეს იქ, სადაც ის პატიმრობის სტრესისგან თავისუფალი იქნება.

კონსილიუმს ნდობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები. მათი თქმით, ექსპრეზიდენტის გადაყვანა უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. თემას ეხმიანება სახალხო დამცველიც და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი ზედამხედველობას განაგრძობს.