სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პალატაში გონების დაკარგვის გამო წაიქცა და რკინის მაგიდას დაარტყა თავი, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ეხმაურება. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტი იმყოფება ლუქს პალატაში, სადაც რკინის მაგიდა საერთოდ არ დგას. მისივე თქმით, გარეგანი დათვალიერებით, სააკაშვილს არანაირი დაზიანება არ ეტყობა, ასევე გონების კარგვის ეპიზოდი არ ჩანს ვიდეოკადრებში. ამასთან, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა და ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია.