სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კლინიკის პოზიცია

21:32, 23.03.2023

იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება ან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა – კითხვა კლინიკა „ვივამედის“ განცხადებამ გაააქტიურა, რომელშიც მენეჯმენტი შეთავაზებულ მკურნალობაზე უარის თქმის არგუმენტით პენიტენციურ სამსახურს სთხოვს, სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში დაყოვნების მიზანშეწონილობა განიხილოს.

კლინიკის მენეჯმენტს მწვავედ აკრიტიკებს ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა და გუნდი, რომელიც „ვივამედის“ წერილის მიღმა სუს-ის კვალს ხედავს და სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს პროგნოზირებს.

სწორედ ექს-პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მხარდამჭერებს 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს, ოჯახი კი სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნას აანონსებს.

ციხეში გადაყვანას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სახალხო დამცველიც, რომლის წარმომადგენელმა დღეს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი მიიღო. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან კონსილიუმის სასწრაფოდ შესვლას ითხოვს.

მსგავსი