სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა ოპოზიციის, უფლებადამცველების და ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერი მოქალაქეების მთავარ მოთხოვნად რჩება. ხელისუფლება ოპონენტებს არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა ექიმთა 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ არის, საჭიროების შემთხვევაში კი დაწესებულებას მის სამართავად ყველა საჭირო სამედიცინო დანადგარი და აპარატურა გააჩნია. თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, მიეწოდება თუ არა სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი და აკმაყოფილებს თუ არა მითითებული დაწესებულება მოშიმშილე ექს-პრეზიდენტისთვის საჭირო მკურნალობის კრიტერიუმებს. ყოფილი პრეზიდენტის პარტია და მხარდამჭერები არც ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ინფორმაციას ენდობიან.