სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე პოლიტიკური ვნებათაღელვა მწვავდება.

შიმშილობის დაწყებიდან 36-ე დღეს სად უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში – ციხის საავადმყოფოში თუ სამოქალაქო კლინიკაში. მხარეთა პოზიციები ისევ რადიკალურად გასხვავებულია. სააკაშვილის თანაგუნდელები დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად მის სამოქალაქო მულტიპროფილურ საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაყვანას ითხოვენ და ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ შურისძიებაში ადანაშაულებენ. უცვლელი რჩება სახალხო დამცველიც პოზიციაც. სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ხელახალი მონიტორინგის შემდეგ ომბუდსმენი ცალკეულ ცვლილებებზე მიუთითებს, თუმცა იქ არსებულ ვითარებას ექიმთა კონსილიუმის მოთხოვნებთან მაინც შეუსაბამოდ მიიჩნევს. ამ პოზიციას არ ემთხვევა რეგულირების სააგენტოს დასკვნა. მარეგულირებელმა უწყებამ ციხის საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით შეამოწმა. მწვავე უთანხმოების თემად რჩება უსაფრთხოებიც საკითხიც.