სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ უარს ამბობს წამლების მიღებასა და ექიმების მომსახურებაზეც. თანაგუნდელები, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, ყოფილ პრეზიდენტს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას სთხოვენ. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება შესაძლო ჰოსპიტალიზაციის საკითხზეც. ადვოკატების განცხადებას, რომ ექს-პრეზიდენტი შესაძლო გორის ჰოსპიტალში გადაიყვანონ და გაიტაცონ, პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს. ხელისუფლების პოზიცია უცვლელია – ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ.

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის საკითხი პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებების თემად რჩება.