სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე იმყოფებოდა. სააკაშვილის პალატის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ გუშინ მსჯავრდებულის პალატაში ჩატარდა ჩხრეკა. ხერხეულიძის თქმით, ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზეზი უცნობია.

ასევე დღეს, სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში იმყოფებოდნენ გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი.