სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ რჩება. დღეს ის ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა, გამოხატულია სისუსტე, კვლავაც ვერ იღებს საკვებს და ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებული აქვს. მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაციამ გასცა თანხმობა ყველა იმ ვიზიტორზე, რომლის დაშვებასაც კანონი ითვალისწინებს და საფრთხეს არ შეუქმნის მიხეილ სააკაშვილს.